MBC-ის იპოთეკური სესხი

ipo

საკუთარი სახლის ქონა ნებისმიერი ადამიანის სურვილია, თუმცა უძრავი ქონების ღირებულების პერმანენტული ზრდის პირობებში, ამ მიზნის განხორციელება ბევრისთვის გადაულახავ ამოცანად რჩება. მსოფლიოში ამ პრობლემის გადასაჭრელად აქტიურად იყენებენ გრძელვადიან კრედიტს, რომელიც წლობით ქირის თანხის გადახდასაც აგარიდებთ თავიდან.

იპოთეკური სესხის აღება სხვადასხვა მიზნით შეიძლება: უძრავი ქონების (სახლის, ბინის, მიწის ნაკვეთის) შესაძენად, კომერციული ფართის საყიდლად, რემონტისთვის, ან მიმდინარე ვალდებულებების დასაფარად. იპოთეკური სესხი კომფორტული გზაა მათთვის, ვისაც სასურველ გარემოში ცხოვრების დაწყება დღესვე სურს და ამისთვის წლობით ლოდინს არ აპირებს.

როგორ ავიღოთ იპოთეკური სესხი მარტივად?

MBC-ის იპოთეკური სესხი რაციონალური მიდგომებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიის საფუძველზე შეიქმნა. MBC მომხმარებელთა ნდობას იმსახურებს, რადგან ის საფინანსო პროდუქტების პირობების გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავს და მაქსიმალურად ცდილობს გაითვალისწინის საზოგადოების საჭიროებები.

სესხის ასაღებად ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება შეგიძლიათ. ამ გზით თქვენ აირჩევთ სასურველი ტიპის კრედიტს, ვებ-გვერდზე გაეცნობით პროდუქტის მნიშვნელოვან პირობებს და შესაბამის ხელშეკრულებას. სესხის აღების მეორე ეტაპზე კი პირადობისა და შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის, ასევე უძრავი ქონების ფლობის დოკუმენტის წარდგენა მოგიწევთ. ონლაინ განაცხადის შევსებიდან რამდენიმე წუთში კომპანიის წარმომადგენლები მითითებულ საკონტაქტო ნომერზე დაგიკავშირდებიან და  შემდგომი პროცედურებისთვის უახლოეს ფილიალში დაგიბარებენ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ MBC განიხილავს ნებისმიერი სახის საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს.  ამას გარდა, თუ უკვე გაქვთ სხვა საფინანსო ორგანიზაციაში კრედიტი და არ გაკმაყოფილებთ პირობები, შეგიძლიათ სესხის პორტირება მარტივად მოახდინოთ ემბისიში.

იპოთეკური სესხი გრძელვადიანი კრედიტია, მისი დაფარვა შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში მოგიწევთ, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი საფინანსო კომპანია შეარჩიოთ, რომელიც გადახდის კლებად გრაფიკს ინდივიდუალური შემოსავლების მიხედვით შეგიდგენთ და სესხის ყოველთვიური შენატანი მძიმე ტვირთად არ დაგაწვებათ. 

იპოთეკური სესხის აღების გადაწყვეტილების მიღებისას, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ყურადღებით უნდა მოეკიდოთ ე.წ. კერძო იპოთეკარებთან ურთიერთობას. მრავლადაა ისეთი შემთხვევები, როდესაც ე.წ. კერძო იპოთეკარები კანონის გვერდის ავლით მოქმედებენ, რის შედეგადაც  მომხმარებელი დაზარალებული რჩება და ხანდახან უძრავ ქონებაზე ყველანაირ უფლებასაც კი კარგავს.  ამიტომ სჯობს თავიდანვე გაფრთხილდეთ და ისეთ საფინანსო ორგანიზაციასთან ითანამშრომლოთ, რომელიც ბაზარზე სანდო რეპუტაციით სარგებლობს.

იპოთეკური სესხის აღებისას ასევე უნდა გაითვალისწინოთ სავალუტო რისკი, რადგან თუ შემოსავალს ეროვნულ ვალუტაში იღებთ, ხოლო სესხს უცხოურ ვალუტაში იხდით, კურსის ცვალებადობა შესაძლოა უარყოფითად აისახოს თქვენზე. MBC-ში აღნიშნული პრობლემისგანაც დაზღვეული ხართ, რადგან კომპანია იპოთეკურ სესხს 120 თვემდე ვადით ეროვნულ ვალუტაში გასცემს.

უძრავი ქონების შეძენა საპასუხისმგებლო ნაბიჯია, თუმცა თუ სესხს გამოცდილი და სანდო კომპანიისგან აიღებთ მისი დაფარვა ბევრად მარტივი და მოქნილი პროცესი გახდება. დრო ძალიან სწრაფად გადის და თქვენი ოცნებების ასახდენად წლობით ლოდინი ნამდვილად არ ღირს. სჯობს სასურველის განხორციელება დღესვე დაიწყოთ და ვალდებულებების შესრულების პარალელურად კომფორტული ცხოვრებით დატკბეთ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პასპორტი
საქართველოს მოქალაქეობის მსურველებისთვის, ისტორიის ტესტებიდან ამოიღეს შეკითხვები ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაზე, სააკაშვილზე, ვარდების რევოლუციაზე, შევარდნაძეზე და აშშ-ის პარტნიორობაზე - "ეხო კავკაზა"

 ისტორიის ტესტებიდან, რომელიც უცხოელებმა უნდა ჩააბარონ საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ამოღებულია ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და ვარდების რევოლუცია - წერს "ეხო კავკაზა" სხვადასხვა ტელეგრამ...

პოლიტიკა 1715098230

იოსელიანი
"დაუშვებელი და მიუღებელია განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა" - ლევან იოსელიანი

"დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა," - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს, ბოლო დღეებში მო...

პოლიტიკა 1715095681

ბრტყელტერფიანობა ბავშვებში
ბრტყელტერფიანობის მკურნალობა ბავშვებსა და მოზარდებში

ბრტყელტერფიანობა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და  ნებისმიერი ასაკის ადამიანში შეიძლება შეგვხვდეს. ეს დაავადება არსებობს შეძენილი და თანდაყოლილი. მისი გამომწვევი მიზეზი ხშირად უკავშირდება ბავშვობაში...

ჯანმრთელობა 1715095622

ახალი ხედვის მაღაზიები
“ახალი ხედვის” სამედიცინო მაღაზიები საქართველოში

„ახალი  ხედვის“ სამედიცინო მაღაზია უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ  და ტრავმატოლოგიურ პროდუქტებს აერთიანებს. ამ მიმართულებით ქართულ სამედიცინო ბაზარზე კომპანია “ახალი ხედვა” 2012 წლიდან ოპერირებს. სამედი...

ჯანმრთელობა 1715095410

მირცხულავა
„სამი რამ დარჩათ - პუტინის ღია მხარსაჭერა, ჯარი ქუჩაში და რუსების ტანკების შემოყვანა“ - გოჩა მირცხულავა „ოცნებაზე“

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოცქსელში წერს: სიცხე კი მაქვს ორი დღეა, მაგრამ ბოდვის გარეშე ვწერ: ოცნების - "არა რუსულ კანონს!" უფრო რუსულია, ვიდრე თავად კანონი. ეს არის საკუთარი მომხრეების გაბრიყვება დ...

სოცმედია 1715095132

ბასხაჯაური
ჩემი მისამართი დამისახელეს, მითხრა, რომ „ჩამპიზდავდა“ - რას ყვება მუქარის შემცველ სატელეფონო ზარზე ჟურნალისტი

"ჩემი მისამართი დამისახელეს, მითხრეს, რომ ისე გაჩნდებოდნენ, მე ვერც გავიგებდი და „ჩამპიზდავდა“" - ასე იხსენებს მუქარის შემცველ სატელეფონო ზარს ონლაინმედია "აპრილის" ჟურნალისტი, გიორგი ბასხაჯაური. გიორ...

პოლიტიკა 1715093353