პარლამენტში ერთმანეთს კერძო იპოთეკარები და იპოთეკით დაზარალებულები დაუპირისპირდნენ

პარლამენტში ერთმანეთს კერძო იპოთეკარები და იპოთეკით დაზარალებულები დაუპირისპირდნენ.

დეპუტატ გედევან ფოფხაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულება-გამოსახლების პროცესი ექვსი თვით უნდა შეჩერდეს, ვნებათაღელვის საგანია როგორც უმრავლესობაში, ასევე იმ ადამიანთა შორის, რომელთაც კანონპროექტი უშუალოდ ეხებათ.

პარლამენტში ის ფიზიკური პირები მივიდნენ, ვისაც ვალის გადაუხდელობის გამო ქონების დაკარგვის საფრთხე ემუქრებათ და მივიდნენ კერძო იპოთეკარებიც, რომლებიც ინიცირებულ პროექტს აპროტესტებენ. კერძო გამსესხებელთა განცხადებით, ისინი დღემდე კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში მოქმედებდნენ, ყველა ხელშეკრულება ნოტარიულად აქვთ დამოწმებული და პარლამენტში ინიცირებული პროექტით მათ უფლებები მთლიანად უგულვებელყოფილია.

გედევან ფოფხაძის ინიციატივას მხარს არ უჭერს მთავრობა. აღსრულების პროცესის ექვსი თვით შეჩერებაში გამოსავალსა და პრობლემის გადაჭრის გზას ვერ ხედავენ უმრავლესობის წარმომადგენლები.

პროექტის განხილვა რიგგარეშე სესიაზე ამ წუთებში მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: კერძო იპოთეკარები და იპოთეკით დაზარალებულები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს