იპოთეკარები სასტუმრო "რედისონთან" აქციას მართავენ

დაზარალებული იპოთეკარები სასტუმრო "რედისონთან " საპროტესტო აქციას მართავენ.

იპოთეკარები, მინისტრებს შეხვედრისკენ მოუწოდებენ . აქციაზე რამდენიმე ათეული მოქალაქეა შეკრებილი, რომლებსაც ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით "არა, უსახლკარობას", "აიკრძალოს კანონით კერძო მევახშეობა ", შეჩერდეს ვანდალური გამოსახლებები ". 

ისინი ხელისუფლებისგან გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხების გაცემას მოითხოვენ და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებენ მათ გასაჭირს მოუსმინონ. აქციის მონაწილეები თავიანთ მოთხოვნებს ამბასადორიალის მონაწილე მინისტრებს მეგაფონის მეშვეობით უყენებენ.

საპროტესტო აქციის მიმდებარე პერიმტრზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ პარლამენტი მათი პრობლემის გადაჭრაზე მიმდინარე კვირას არ იმსჯელებს, " ქართული ოცნების " პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ყოველგვარ შანსს დაკარგავს.