იპოთეკარები ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით აქციებს მართავენ იპოთეკარები ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით აქციებს მართავენ />


  15:39:16     05-02-2013

იპოთეკარები ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით აქციებს მართავენ

a23391.jpg

მაშინ როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ჟურნალისტებს აწონებდა თავს და აცხადებდა რომ მისმა გუნდმა 100 დღის განმავლობაში იდეალურად იმუშავა, ბათუმიდან ჩამოსული იპოთეკარები სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასთან" ივანიშვილის ყურადღებას ითხოვდნენ. 

პრესკონფერენციის პარალელურად, რამოდენიმე ადამიანმა აქცია გამართა მოთხოვნით : „მოხდეს სესხის პროცენტის დაწევა და გახანგრძლივდეს აღებული თანხის ვადები“.

როგორც საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ლილი მორჩაძემ განაცხადა, მაღალი პროცენტების გამო მოსახლეობას აღებული კრედიტის დაფარვა უჭირს. რის გამოც მათ კუთვნილი ბინებიდან ასახლებენ.

აქციის მონაწილეები პრემიერისგან აღნიშნული საკითხის პირად კონტროლზე აყვანას მოითხოვენ.  მათი თქმით, უნდა მოხდეს სესხის პროცენტის დაწევა, გადავადდეს სესხის დაფარვა და შეწყდეს მოსახლეობის ძალისმიერი მეთოდებით გამოსახლება. 

ამ წუთებში ბათუმიდან ჩამოსულმა იპოთეკარებმა მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს.  ჯერჯერობით უცნობია შეხვდება თუ არა, ოლიგარქი მონაწილეებს. თუ მათაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩანერგილებად აღიქვამენ კოალიციაში და მათ სიებს შსს-ს გადასცემენ? 

ცნობისთვის, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს მოუწოდა რომ მისი და მისი გუნდის შეუსრულებელი დაპირებები შეეხსენებინათ. წინასაარჩევნოდ კოალიციის ლიდერები იპოთეკარებს მათი პრობლემების მოგვცარებას ჰპირდებოდნენ. 
0

ავტორი: