მიიღეთ იპოთეკური სესხი მარტივად MBC-ში

მიიღეთ იპოთეკური სესხი მარტივად MBC-ში

იპოთეკური სესხი, უძრავი ქონების უზრუნველყოფით მიღებული გრძელვადიანი კრედიტია, რომელსაც ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გასცემენ. MBC პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც იპოთეკურ სესხებს, ხელსაყრელი პირობებით, გთავაზობთ. თუ ბინის შესაძენად, ან გასარემონტებლად საკმარისი ფინანსური რესურსი არ გაქვთ,  MBC-ის იპოთეკური სესხი მიზნის განხორციელებისთვის ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა. დაჩქარებული პროცედურების საშუალებით, კომპანია 100 000 ლარამდე სესხს, ქონების უზრუნველყოფით გასცემს. უკვე აღებული სესხის პირობების გაუმჯობესების ან თანხის დამატების მიზნით, MBC-ში პორტირებაც გამარტივებული პროცესია.
MBC-ში ყველა სახის საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს განიხილავენ. წარსული გამოცდილების მიუხედავად, იპოთეკური სესხის აღების შანსი ყველა მსურველს ეძლევა, რაც MBC-ისთან თანამშრომლობის ერთ-ერთი უპირატესობაა:

●    სხვა ორგანიზაციებიდან პორტირების და სესხის თანხის დამატების შესაძლებლობა;

●    100 000 ლარამდე იპოთეკური სესხი ყოველთვის უკეთესი პირობებით; 

●    ინდივიდუალური, შემოსავლებზე მორგებული გადახდის გრაფიკი;

●    სესხის კლებადი გრაფიკი, რაც ითვალისწინებს ყოველთვიური შენატანით სესხის ძირი თანხისა და დარიცხული სარგებლის ერთდროულად დაფარვის შესაძლებლობა. 

ეს იმ პირობების მცირე ჩამონათვალია, რაც MBC-ის იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნის ზრდას განაპირობებს. 

ამას გარდა, ემბისი მომხმარებლებს ე.წ. კერძო იპოთეკარებისგან პორტირების შესაძლებლობასაც აძლევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, ხშირად ე.წ. კერძო იპოთეკარები კანონის გვერდის ავლით მოქმედებენ, მომხმარებლებთან აფორმებენ ნასყიდობის ხელშეკრულებას რის შემდეგადაც უძრავი ქონების განკარგვის სრულ უფლებას იღებენ. მსგავსი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, MBC მომხმარებლებს უსასყიდლო კონსულტაციასა და იპოთეკური სესხის მიღების გამარტივებულ, გამჭვირვალე პროცესებს სთავაზობს. 

როგორ უნდა მიიღოთ თანხა?

იპოთეკური სესხი ექვს თვემდე საშეღავათო პერიოდით, ქონების უზრუნველყოფის საფუძველზე გაიცემა. შესაძლებელია ასეთად ჩაითვალოს მომავალში შესაძენი, ან თქვენს მფლობელობაში არსებული ბინა, სახლი, აგარაკი, საოფისე ფართი ან მიწის ნაკვეთი.  იპოთეკურ სესხზე განაცხადის გაგზავნის პროცედურა მარტივია. საჭიროა შეხვიდეთ ემბისის ვებგვერდზე და შეავსოთ ონლაინ აპლიკაცია. ონლაინ განაცხადის შევსების შემდეგ, მომხმარებელს კომპანიის წარმომადგენელი დაუკავშირდება და ახლომდებარე ფილიალში დაუგეგმავს ვიზიტს დეტალურ პირობებზე შესათანხმებლად. იპოთეკური სესხის მისაღებად, დაინტერესებული პირი მინიმუმ 18 წლის უნდა იყოს და წარმოადგინოს ID ბარათი, ან პასპორტი, შესაბამისი ქონებრივი უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში შემოსავლები.  

ხშირად სესხის მიღება რთულ პროცედურებთანაა დაკავშირებული, რის გამოც მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღება უჭირს. MBC-ის იპოთეკური სესხი კი საშუალებას გაძლევთ, რომ მიზნის მიღწევა გამარტივებულად შეძლოთ. როგორ უკვე აღვნიშნეთ, სესხის აღება შესაძლებელია როგორც უძრავი ქონების შეძენა/აშენება/რემონტისთვის, ასევე სხვა მიზნებისთვის, როგორიცაა მიმდინარე სესხების გადაფარვა და თანხის დამატება თუ სხვა.